
"მე მაინც ვიტყვი!", "ნუ ახალისებ ძალადობას" "ჩვენ ვართ სუსტები ჩვენ ვართ სოლიდარულები!" - ბათუმში ჟურნალისტ, ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგეები ევროპის მოედანზე შეკრიბნენ. მათი თქმით, ძალადობა ნებისმიერი სახით დასაგმობია.
მომხდარს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მედიის სფეროს წარმომადგენლებისგან. ცნობილია იმ ადამიანების ვინაობაც, ვინც ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაეხსნენ, არსებული ინფორმაციით, ისინი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.