"ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის განცხდებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი არაა, რადგან გირაოს გადახდა შეუძლია და არ იხდის.
"როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით, იმ ადამიანს რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადაიხდიდა, გარეთ იქნებოდა და არ გადაიტანდა ამას სხვა იმაში", - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
ამავე თემაზე: