სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან თათბირის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტრორუარზე გადაიტანეს.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, გზის სავალ ნაწილზე კარავები საჭიროების შემთხვევაში გაიშლება.
პირველი და მთავარი, პოლიციის გონივრული ვადა, არაფერ შუაში არაა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი ტროტუარზე გადავა. დაემატება კარვები ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, შევხედავთ რამდენი ადამიანი იქნება, თუ იქნა საჭიროება მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ამავე თემაზე: