თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სულიკო საყევარიშვილისა და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები ამბობენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დაააყენებენ. რაც შეეხება კიდევ ერთ თავდამსხმელს, ვაჟა გიგაურს, ის დუმილის უფლებას იყენებს.
"მივმართავთ შუამდგომლობით, რადგან თავს დამნაშავედ არ ცნობენ. უდანაშაულო კაცს არ შეიძლება ასეთი აღკვეთი ღონისძიება შეეფარდოს. მაგრამ თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, ალტერნატივის სახით 2000-2000 ლარის შეფარდებას შევთავაზებთ", - განაცხადა სახელაშვილის უფლებადამცველმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს სნაიაზე თავდამსხმელებს ბრალი წარუდგინა და მათ პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.