სერვერის წაღების უფლება არ ჰქონდათ, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური ოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ-ს ოფისიდან სერვერის მოპარვის თაობაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ სერვერები სათაო იფისიდან სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების დროს წაიღეს.

"სერვერის გატეხვის უფლება არ ჰქონდათ, პროკურატურას მიმართვა მაშინვე ჩვენმა იურისტმა, მაგრამ ამ დრომდე არ მოსულან და გამოძიება არ დაწყებულა, სერვერის გარდა დარბეულია ოთახები, კომპიუტერული ტექნიკა სადაც არის, ის ოთახი, აქაც სპეციალური ტექნიკით იმუშავეს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ენმ-ს ოფისიდან ტექნიკა იმიტომ ამიოღეს და დალუქეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი