გამოგრჩათ, რატომ წაიღეთ ოფისიდან გამაგრილებელი სასმელი და red bull - ბარამიძე შსს-ს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრობის" წევრი, გიროგი ბარამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 23 თებერვალს მათი ოფისიდან სერვერის წაღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ უწყებას გამორჩა, რატომ წაიღეს სპეცრაზმელებმა ოფისიდან გამაგრილებელი სასმელი და "red bull".

"ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაამართლონ ის უკანონობა და სამარცხვინო საქციელი, რაც ჩაიდინა ამ რეჟიმის პირველი პირების ბრძანებით პოლიციამ, რომ წაიღეს ჩვენი სერვერი რადგანაც მათ ძალიან აინტერესებთ ჩვენი ბაზა, ჩვენი მხარდამჭერებისა, წევრებისა, ასევე, მიმოწერა ჩვენს მეგობრებთან და ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება პარტიაში ინახებოდეს.

უკაცრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში გამორჩა გამაგრილებელი სასმელები და რედ ბულები, აი ეგ რომელ გამოძიებას სჭირდებოდა, რომ წააყოლეს სპეცრაზმელებმა, მაგაზეც თუ რაღაც ვერსია აქვთ და გამართლება, კარგი იქნებოდა", - თქვა გიორგი ბარამიძემ. 

ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ენმ-ს ოფისიდან ტექნიკა იმიტომ ამიოღეს და დალუქეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი