
ვიდრე ხელისუფლება გაარკვევდეს, ბოლოსდაბოლოს რა მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოში - იმიტომ, რომ 25 თებერვალს ორჯერ გამოაქვეყნეს ამ დღისადმი მიძღვნილი პოსტი და ორჯერვე უხეში ისტორიული შეცდომები დაუშვეს, ჩვენ მოგიყვებით კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში, წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლი გიორგი ჭაჭიაშვილის ისტორიას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, შემდეგ კი იძულებული გახდა საბჭოურ რეჟიმს საქართველოდან გაქცეოდა, თანაც ისე, რომ ცოლ-შვილი აქ დარჩა და მათი ნახვა ვეღარასდროს შეძლო.
მისი შვილი მაშინ 3 წლის იყო, დღეს კი უკვე 97 წლისაა. ლევან ჭაჭიაშვილი წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლ მამაზე მოგვიყვება.
თაკო მესხის რეპორტაჟი: "წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლი".