400 ვეტერანი მორაგბის ხელმოწერა ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად 

გამოქვეყნდა:

400 ვეტერანი მრაგბის ხელმოწერა ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად - მორაგბეებმა ეს ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. 

10 მარტს კი, რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები გაიმართება. ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს, პრეზიდენტობისთვის 38 ხმა სჭირდება, მორაგბეთა უმრავლესობა არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. მათი თქმით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ.

"ბატონ ტყემალაძეს უნდა, რომ მორაგბეებმა აირჩიონ და რაგბში დაამყაროს მშვიდობა, მაშინ, ვინმე დარბაიძე მას ხმას არ უნდა აძლევდეს. არჩევნები ჩანიშნული აქვთ დიდუბეში გამოფენის პავილიონში. იქ ძალიან ბევრი პავილიონია და თუ იმას იკადრებენ, რომ ყველა გადაკეტონ, დაგვკეტონ, მაშინ საერთოდ და დაშალონ რაგბი. პავილიონში შესვლის უფლება ჩვენ არ გავქვს, მაგრამ მის წინ დავდგებით და გავაპროტესტებთ", - ამბობს ერთერთი ვეტერანი მორაგბე. 

შეგახსენებთ, რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა. რის შემდეგაც ახალი არჩვენები ჩაინიშნა, რომლის ერთადერთი კანდიდატი, ხელისუფლებასთან დაახლოებული, იოსებ ტყემალაძეა.

აქვე გეტყვით, რომ 24 თებერვლს ჩანიშნული რაგის რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო, რადგან კვორუმი ვერ შეიკრიბა .

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი