არ მგონია მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიგვანიშნებდეს - სარჯველაძე გახარიას კადრების წასვლაზე

გამოქვეყნდა:

"არ მგონია, რომ ეს რაიმე მნიშნელოვან ტენდენციაზე იყოს მიმანიშნებელი", - ასე ეხმიანება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, მთავრობაში "გახარიას კადრების" შესაძლო "წმენდის" საკითხს.

როგორც სარჯველაძე ამბობს, გახარიას გუნდში შემავალ პირებს, შესაძლოა, პრემიერმინისტრის გადადგომის გამო პირადად არ აქვთ მუშაობის სურვილი.

"არ მგონია, რომ ეს რაიმე მნიშნელოვან ტენდენციაზე იყოს მიმანიშნებელი. ამ შემთხვევაში არის გუნდი, რომელიც ასე ვთქვათ პრემიერმინისტრის გუნდში მოიაზრებოდა. შესაბამისად, მათ შეიძლება პირადად არ ჰქონდეთ მუშაობის გაგრძელების სურვილი. ეს მათი გადასაწყვეტია, არ მგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვან შემდგომი დასკვნების გაკეთების საფუძველი გვქონდეს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

რაც შეხება ოპოზიციის შეფასებებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ღარიბაშვილს ყველაზე მეტად ახასიათებს კლანური მმართველობა. ბოკუჩავას არ უკვირს, რომ ე.წ. გარაიას კადრები თანამდებობებს ტოვებენ.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, კლანებს შორის დაპირიპირება დაიწყო და ამიერიდან "კორუფციით, ნეპოტიზმით და ყველაფერი უბედურებით" ცნობილი ე.წ. კახური კლანის "აღმასვლა გარდაუვალია".

ცნობისთვის, "მთავარის" ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გახარიას წასვლის შემდეგ,  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა 24 თებერვალს დატოვა.  რის შემდეგაც პოსტიდან გადადგა მისი მოადგილე, ბედია სიჭინავაც. დღესვე, პირველ მარტს თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა - სოფიო მდინარაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი