მიშელთან, პოლიტპატიმრებსა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ - აკო მინაშვილი

გამოქვეყნდა:

იმედი გვაქვს, ვითარება მოგვარდება და ქვეყანაში განხორციელდება ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკო მინაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის საკითხზე საუბარს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იწყებს და ამის გამო ქვეყანაშიც ჩამოდის, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. 

მინაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა შარლ მიშელთან შეხვედრაზე, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. "ესაა ის საკითხი, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს თუ ჩვენ რაიმეზე საუბარი გვინდა. პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ადამიანების მიმართ, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ," - ამბობს მინაშვილი. 

მისივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საკითხზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან, შარლ მიშელთან ერთიანი გზავნილი იყო.

მართლაც, ამ ხელისუფლებას უბრალოდ ლეგიტიმაცია არ აქვს - გააყალბა არჩევნები და გაყალბებული არჩევნების შემდეგ ის ადამიანებიც აღარ არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვინც ამ ხმების მობილიზაცია მოახდინეს. ფორმალურად, ბიძინა ივანიშვილი გაიწია, შეიძლება დე ფაქტო არის მაგრამ ფორმალურად გაწეული და დისტანცირებულია, გახარია წასულია. უკვე ლეგიტიმაცია აღარ არსებობს და გასაგებია, რომ საჭიროა ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარედეს და ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი ოლიგარქის ერთპარტიულ მმართველობას ან მრავალპარტიულ მმართველობას შორის, რომელიც ქვეყანაში ცვლილებას მოიტანს. ამ ცვლილებების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, - ამბობს აკო მინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი