ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივას, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის თაობაზე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დათანხმდა.
"მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას. რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა უკვე დავადასტურო საჯაროდ, რომ მე ვარ მზად ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ .. მე მინდა ჩვენი მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.