"ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ, პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა" - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ახლა და აქ მე მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერმინისტრობის პერიოდში თქვენი კოლეგების ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს, დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას გიწვევთ დღეს საღამოს შევხვდეთ და დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა", - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელმა, ასევე სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ესაა ის დემორატიული გზა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობას გააძლიერებს.
"ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ესაა სასამართლო სისტემის რეფორმა. დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსადმი ნდობა. ეს მნიშვენლოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იყოს მოგვარებული. ასევე, მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და ამბიციით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხრის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ესაა ის გზა, ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს დიდ კეთილდღეობას, დემოკრატიას, კიდევ უფრო გაძლიერდება პარტნიორობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
ამავე თემაზე: