"დედლაინი გამოწერილია - 13-15 მარტი" - ვაშაძე დიალოგსა და შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

დედლაინი გამოწერილია - 13-15 მარტი - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის ვიზიტის შედეგად, დიალოგთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგის დაწყება დღესვე შესთავაზა. ამ დროისათვის ორივე მხარე შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს:

დღეს ველოდებით შეხვედრას, ვნახოთ რა იქნება ამ შეხვედრაზე. ნუ წარმოვიდგენთ რომ დღეს გადაწყდება ყველაფერი, ასე არ იქნება, ნუ წავალთ ზედმეტ ოპტიმიზმში, მაგრამ გარკვეული დედლაინი გამოწერილია - 13-15 მარტი, რა პერიოდისთვისაც ეს შეთანხმება უნდა მოხდეს. ასოცირებზე, საქართველოზე არის მსჯელობა ბრიუსელში  და ამის პარალელურად უნდა მოხდეს ძვრა" ამბობს ვაშაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში.

ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ, პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა - განაცხადა პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა თანხმობა დააფიქსირა, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგი ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დაიწყოს.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი