ფასილიტაციიდან მედიაციამდე - "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა იწყება 

გამოქვეყნდა:

ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით ბაქრაძე, ხათუნა სამნიძე.

როგორც მათ შესვლამდე განაცხადეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება - პირველ რიგში ნიკა მელიას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იქნება ერთერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია შეხვედრაზე დააყენებს. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვს. 

პირველი, რაც იქნება ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა, ეს არის ნიკა მელიას გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ სტატუს-კვოს, როცა ჩვენ დეკემბერში ვახერხებდით პოლიტიკურ თემებზე საუბარს - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე

შარლ მიშელმა "ოცნებასა" და ოპოზიციას დღესვე შეხვედრა ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შესთავაზა.

შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში შედგება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი