ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საკუთარ ხელში აიღო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტიურად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან არის წარმოუდგენელი - განცხადება ამის შესახებ ენმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შესვლამდე გააკეთა, სადაც ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის,  შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრა უნდა დაიწყოს.

სამადაშვილი ამბობს, რომ დღეს ნაადრევია იმაზე საუბარი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პირველ მოლაპარაკებას, თუმცა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები სამადაშვილის თქმით იქნება უცვლელი - პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება - (ნიკა მელია და გიორგი რურუა) და ვადამდელი არჩევნები:

ჩვენ გადავდივართ სრულიად სხვა სიბრტყეში მოლაპარაკებების და შესაბამისად ჩართულობა ევროკავშირის იქნება სრულიად სხვა დონის, შესაბამისად ზეწოლა ხელისუფლებაზე ევროკავშირის მხრიდან იქნება კოორდინირებული და მყარი. იმედი მაქვს ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს" ამბობს სამადაშვილი

"ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა რობელიანების სასახლეში ამ წუთებში იწყება 
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი