ირაკლი ღარიბაშვილს ხელისუფლებაში საკუთარი კლანი მოჰყავს, გიორგი გახარიას კადრები კი პოსტებიდან მიდიან. ახალი პრემიერმინისტრი ძველთან დაახლოებულ ჩინოვნიკებს ერთი მეორის მიყოლებით პოსტებიდან ათავისუფლებს და პროცესი იმდენად აშკარა და საჯაროა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელშიც კი ქვეყნდება.
"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეული პროცესია და მთავრობის ახალ მეთაურს მისთვის სანდო ჩინოვნიკებით დაკომპლექტებული ადმინისტრაცია სჭირდება, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გახარია გუნდის წევრების შემოკრებას სულ სხვა მიზნით გეგმავს.