
აქციებზე საუბარი არ ყოფილა, აქციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მე ვიღებ იმ აქციებში და პროტესტში მონაწილეობას, რომელიც მომწონს, რომელიც არ მომწონს არ ვიღებ - ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მეტი კონსტრუქციულობა და მზაობა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს.
გარდა ამისა, ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, 6 პუნქტიან გეგმაში შედის ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების პრობლემაც