
2 მარტს, დილის 9 საათიდან ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოაცხადეს.
როგორც ცნობილია, დღევანდელი აქციის მიზანი დეპუტატებისთვის მშვიდობიანი ფორმით დისკომფორტის შექმნაა და არა მათთვის შენობაში შესვლის შეზღუდვა.
ფეხით შებრძანდნენ პარლამენტში და სანამ შევლენ, მოისმინონ პროტესტის ხმა - თინა ბოკუჩავა
1-ელ მარტს კი, ზუსტად იმ დროს, როცა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ორბელიანების რეზიდენციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ხვდებოდნენ, "ქართულმა ოცნებამ" გორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე სპეცრაზმელების მობილიზაცია დაიწყო.
"მთავარის" ინფორმაციით, მობილიზება სწორედ თბილისში, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილ პიკეტირებას უკავშირდება და გორიდან სპეცრაზმი თბილისში უნდა გადმოიყვანონ.
პარლამენტის პიკეტირების შემდეგ კი ოპოზიციის უახლოესი გეგმები ასეთია: