გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია რუსეთების ძახილით მოვიდა - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის პიკეტირებას ეხმაურება და წერს, რომ "გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის" შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან "რუსეთების ძახილით" მივიდა.

"გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის და მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ჩვენმა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა...

...საყვირებით. რუსეთების ძახილით", - წერს შალვა პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პიკეტს აწყობენ. ისინი სამივე შესასვლელთან არიან განლაგებული და დეპუტატებს სიტყვებით "მონა" აცილებენ. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე განსახილველი საკითხების 6-პუნქტიან ჩარჩოზე შეთანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი