პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი დღევანდელი პიკეტირების მცდელობით ვნახეთ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირებით ოპოზიცია მოლაპარაკებების პირობებს არღვევს. როგორც მდინარაძე ამბობს, მსგავსი აქციები მოლაპარაკებებს პოზიტიურ შედეგამდე ვერ მიიყვანს.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ყველა მხარეს შარლ მიშელი არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმატში უნდა გადასულიყო და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ და ამის საპირისპიროდ ვნახეთ, მათი უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. ანუ, პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი, ეს მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს",- თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პიკეტს აწყობენ. ისინი სამივე შესასვლელთან არიან განლაგებული და დეპუტატებს სიტყვებით "მონა" აცილებენ. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე განსახილველი საკითხების 6-პუნქტიან ჩარჩოზე შეთანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი