ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა, რომ არ შემოვიდნენ მიზეზებს იყენებენ - წილოსანი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის აზრით, ოპოზიციას მუშაობა ეზარება და იმისთვის, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, სხვადასხვა მიზეზზებს იგონებენ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, საკუთარი პროტესტით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ხელს უშლიან.

"ახსნაც არ შეიძლება ჰქონდეს, რა არის მიზანი იმისა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები არ იქნეს განხილული. ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში სხვადასხვა მიზეზებს იყენებენ", - ამბობს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პიკეტი  მოაწყვეს. ისინი სამივე შესასვლელთან იყვნენ განლაგებული და დეპუტატებს სიტყვებით "მონა" აცილებდნენ. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა. ამ დროისთვის აქცია-პიკეტი დასრულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი