სერთაშორისო პარტნიორების მოლოდინის ადეკვატური რიტორიკა არ არის - დეკანოიძე ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მმართველი გუნდისთვის ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია და საკითხი არ განიხილება.

დეკანოიძის თქმით, ღარიბაშვილის რიტორიკა არ არის იმის ადეკვატური, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები კონკრეტულ დიალოგს და შედეგებს ელოდებიან, რაც რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრებს უკავშირდება

"გუშინდელმა შეხვედრამ და მათ შორის, მედიაციის უმაღლესმა დონემ ევროკავშირის ჩართულობით დაამტკიცა ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ დიალოგს, კონკრეტულ შეთანხმებას და მათ შორის კონკრეტულ შედეგებს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებისგან.

ეს კონკრეტული შედეგები არის, ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური პატიმრები, ნიკა მელია, გიორგი რურუა და ის საკითხები, რომლებიც იყო ჩარჩო შეთანხმებაში. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას და ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა დღეს ღარიბაშვილს, არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც აზიანებს არა მხოლოდ ქართულ ცნებას, არამედ ქვეყანას და ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა",-თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი