საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალები - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ილია მეორემ

გამოქვეყნდა:

დახურული აუდიენცია საპატრიარქოში. მთავრობის მეთაურის ინიციატივით, ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. ოფიციალური ვერსიით, შეხვედრის მიზეზი ღარიბაშვილის მთავრობის ადმინისტრაციაში დაბუნებაა, თუმცა ეს აუდიენცია საეჭვოდ ემთხვევა ათონელის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებას ოპოზიციასთან. "მთავარის" ინფორმაციით, პრემიერმა ილია მეორეს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

შეხვედრაზე პრემიერის სულიერი მოძღვარი, მეუფე იაკობი და დავით გარეჯის წინამღღვარი, არქიმანდრიტი კირიონიც იმყოფებოდნენ, რომელიც საპატრიარქოში მსგავს შეხვედრებს არასდროს ესწრებოდა. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ დავით გარეჯის საკითხს ნაწილობრივ მაინც შეეხებოდნენ ამ შეხვედრაზე. 

როგორც მთავრობის მეთაურმა ეკლესიას სრული მხარდაჭერა, გვერდში დგომა აღვუთქვი - ღარიბაშვილი

გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი: "დახურული აუდიენცია საპატრიარქოში"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი