
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა "არაფერს ამტკიცებს", მაგრამ "არც გამორიცხავს", რომ ენმ-ს ოფისზე თავდასხმა ოპოზიციის დაგეგმილი იყოს.
ეს არ არის ჩვენი ხელწერა, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფების მიერ მოწყობილი...
ხურჩის ტერაქტის ავტორები არიან ახლა ოპოზიციაში. ხურჩის ტერაქტი გახსოვთ? რა იყო ამის შინაარსი, როდესაც ხელისუფლება, რეჟიმი ტერაქტს უწყობდა საკუთარ მოსახლეობას. მე არაფერს გამოვრიცხავ, ახლა არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ეს ახლა ვინმე საღად მოაზროვნე შეიძლება იყოს, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის დაკვეთა ქართული ოცნების?" ამბობს ზარქუა პალიტრანიუსის ეთერში.
თავდასხმა ენმ-ს ოფისზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაკავებულია 2 პირი.