თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - შსს დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

გორში, ენმ-ს ოფისზე თავდასხმისთვის დაკავებულების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყებამ ორი პირი დააკავა, რომლებსაც სხვისი ნივთის დაზიანება ედებათ ბრალად:

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

თავდასხმა ენმ-ს ოფისზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი