"ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრმა, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს ENKA Renewables-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა. EMC-ის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს მოიტანს.

ხელშეკრულების ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე. დასკვნის თანახმად, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას.

"ესაა, ფაქტობრივად კაბალური შეთანხმება, რომელიც 2019 აპრილში გაფორმდა და მხოლოდ ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი. ელექტროენერგიის საფასური, რომელზეც ისინი საუბრობენ, 6,2 ცენტი ნიშნავს, რომ ეს არ იქნება უფრო იაფი ენერგია საქართველოსთვის. ხელშეკრულება საუბრობს იმაზეც, რომ 15 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 თვე ტოვებს ენეგიას ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენად მას შეუძლია რეალოზება მოახდინოს სხვა ბაზრებზე. ჩვენ გადავეცით შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსზე. კერძოდ, მიწის რესურსის შემთხვევაში, ვსაუბრობთ, არამხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიას უკვე მივყიდეთ, არამედ დამატებით 600 ჰექტარზე, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, რიონის ხეობის სხვადასხვა ტერიტორიას გულისხმობს. კომპანიას შეუძლია ლიცენზირების გარეშე, მოიპოვოს სხვადასვხა რესურსი, კარიერული გზით", - ამბობს EMC-ის წარმომადგენელი სალომე შუბლაძე.

EMC-ის კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ძირითადი ნებართვის მიღება და მშენებლობის პროცესის დაწყება კანონის გვერდის ავლით, ფორსირებულად მოხდა. 

გარდა ამისა, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს და ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი