სტუმრების მასპინძლობა, საჩუქრები, მივლინებები - როგორი იყო ქუთაისის პანდემიური ხარჯები

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პანდემიისა და გაჩერებული ეკონომიკის მიუხედავად ქუთაისის მერიამ და საკრებულომ 2020 წელს საჩუქრებში, სტუმრების მასპინძლობაში, საწვავსა და მოგზაურობაში კოლოსალური თანხები დახარჯა. პანდემიური წელია 2021-იც, თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ ბიუჯეტში სამივლინებო და სარესტორნო ხარჯები წელსაც გაწერა.

ქუთაისის მერიამ და საკრებულომ 2020 წელს სტუმრების მიღება-დასაჩუქრებაში 100 000-მდე ლარი დახარჯა, 151 000 ლარი კი საწვავში. მოგზაურობა მთავრობის წევრებმა რამდენიმე ქვეყანაში მოასწრეს. 

"მაშინ, როდესაც ადამიანები ჩაკეტილები იყვნენ, ლუკმა-პურისათვის იბრძოდნენ, ელემენტარულად, რომ გამოეკვებათ საკუთარი ოჯახები, ქუთაისის მერი რესტორნიდან-რესტორანში დადიოდა. მისი მივლინებები იმდენადაა გაზრდილი, რომ ერთი სული აქვთ გაიხსნას საზღვრები და გავარდნენ სხვადასხვა ქვეყანაში", - ამბობს ენმ-ს წევრი გიგა შუშანია. 

მისი თქმით, საბოლოოდ ქუთაისის ბიუჯეტის 50%-მდე იხარჯება იმისთვის, რომ ხელისუფლების წევრები შეინახონ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" თავის რეალობაშია და მოწყვეტილია ადამიანების გასაჭირს.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი