სართაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი ახალ ანაგრიშს აქვეყნებს და საქართველოს შესახებ წერს, რომ ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა მოქმედებს პოლიტიკურ საქმეებსა და გადაწყვეტილებებზე.
"საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორია აჩვენებს გაუმჯობესების ნიშნებს 2012-13 წლებში მთავრობის შეცვლის პერიოდში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში უკუსვლა მოხდა. ოლიგარქიული გავლენა მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული", - წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია, ასევე, აფასებს ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ შეჯიბრებითობა და კონკურენცია ჩაშალა ხმების მოსყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და ხმების დათვლის აშკარა შეცდომებმა. Freedom house წერს, რომ ამან ოპოზიციის ბოიკოტი გამოიწვია და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად მეორე ტურში აქტივობამ 26% შეადგინა.