საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom house-მა ახალი ანგარიში გამოქვეყნა სახელწოდებით "თავისუფლება მსოფლიოში 2021". კვლევა მსოფლიოს ქვეყნებში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონეს ასახავს. 

"საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორია აჩვენებს გაუმჯობესების ნიშნებს 2012-13 წლებში მთავრობის შეცვლის პერიოდში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში უკუსვლა მოხდა. ოლიგარქიული გავლენა მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული", - წერია ანგარიშში. 

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად რჩება და 100 წულიდან 60 აქვს მინიჭებული. პოლიტიკური უფლებები 23 ქულით ფასდება 40-დან, ხოლო სამოქალაქო თავისუფლება 37-ით 60-დან. 

საქართველოს შეფასება ბოლო წლებში უარესდება: 2020 წელს ქვეყნის ქულა 61 იყო; 2019 წელს 63 იყო; 2017-18 წლებში 64.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი