უბრალოდ მოსაზრებების დადებაა მოლაპარაკების მაგიდაზე - ქადაგიშვილი 6-პუნქტიან გეგმაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან  ყველა საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, თუმცა ვადამდელი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია.

"ეს არის უბრალოდ მოსაზრებების დადება მოლაპარაკებების მაგიდაზე, მოდი თარგმნის სპეციფიკას ნუ გავყვებით, ეს არის დადებული მაგიდაზე მოსაზრებები და საკამათო თუ საოპონირო საკითხები. ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე სალაპარაკოდ.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ძალიან გარკვევით, რომ რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რადგან თუ ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ რიგგარეშე არჩევნები, ამის ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი უნდა გააჩნდეს", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამ წუთებში კონსულტაციას მართავს და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. მათი მოთხოვნები პოლიტპატიმრებთან გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებზე უცვლელი რჩება. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ქართულმა ონცებამ" პოზიციები რამდენიმე საათში შეცვალა. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, და რომ ეს "ოცნებისთვის" წითელი ხაზია, ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც უარს ამბობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი