ოპოზიცია ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება, აქცია-მსვლელობას მოაწყობს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის კონსულტაცების დასრულების შემდეგ განაცხადა, 4 მარტს დაგეგმილი კანცელარიის პიკეტი, აქცია-მსვლელობით შეცვალეს, რათა ღარიბაშვილმა საპროტესტო აქციები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად არ გამოიყენოს.
"გადაავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მიდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა არ გამოიყენოს საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან, პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, 13:00 საათზე და დასრულდება რუსთავის ციხესთან, სადაცაა პოლიტპატიმარი ნიკა მელია", - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეავნდელი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციამ აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის ფორმა კი შეცვალა.