თუ არ იქნება კომპრომისი, ეს ჩაითვლება ევროატლანტიკური კურსის ცვლილებად - დეკანოიძე 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში დაგეგმილ ასოცირების სხდომაზე ევროპელ პარტნიორებს არ წარუდგენს მნიშნელოვან კომპრომისს, ეს ჩაითვლება ევროატლანტიკური კურსის ცვლილებად. ოპოზიცია მთავარ საკითხებად ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას და ვადამდელ არცევნებს ასახელებს.

როგორც დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას მანევრირების და მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცმს. 

"არავითარ საბაბს, მიზეზს და კატეგორიულად, არავითარ პატარა მანევრირების საშუალებასაც არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, რომ განავითაროს რიტორიკა და ჩაშალოს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ჩავიდა სრულიად ხელცარიელი, საქართველოს ხელისუფლებამ არ წარადგინა მთავარ პუნქტებზე მნიშვნელოვანი წინსვლა, მნიშვნელოვანი კომპრომისი, ვგულისხმობ, ვადამდელ არჩევნებს, ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას, ეს ჩაითვლება ევროატლანტიკური კურსის სერიოზულ ცვლილებად, როდესაც ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირს, მთავარი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, ოპოზიციამ დაგეგმილი აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის ფორმა კი შეცვალა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი