"პროფესიის და სახელმწიფოს დაცინვა" - სპეციალისტები ნამოხვანჰესის პროექტის საფრთხეებზე

გამოქვეყნდა:

პროფესიის და სახელმწიფოს დაცინვა -  ასე აფასებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნამოხვანჰესზე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

თეა გოდოლაძის შეფასებით, პროექტი საფრთხისშემცველიცაა.

"ჩვენ რასაც ვუყურებთ და რა მასალაც გვაქვს, ამ შემთხვევაში, რაც არის ატვირთული თვითონ, ამ კომპანიების ვებგვერდებზე - არის დაცივნა. პროფესიის დაცინვაცაა და სახელმწიფოს დაცინვაც არის. ეს უსაფრთხო კი არა, ძალიან დიდი საფრთხისშემცველი და სარისკო პროექტია. ვინ დგება გარანტიაში, რომ უსაფრთხოა და არაფერი არ მოხდება, ვინ იღებს ამის პასუხისმგებლობას?" - ამბობს თეა გოდოლაძე.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნამოხვანჰესის აშენებისთვის სახელმწიფოსა და შპს ENKA Renewables-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში კორუფციის ნიშნებს ხედავენ. მათი თქმით, იგივე ინვესტორი ადრე შუახევჰესს აშენებდა, რომელიც ავარიული იყო და ახლა მისთვის ახალი პროექტის გადაცემა კორუფციის ეჭვებს აჩენს. 

შეგახსენებთ, რომ EMC-იმ ნამახვანხესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა. დასკვნის თანახმად, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი