
რუსთაველზე გაშლილ კარვებთან მივიდა გუშინ ღამით ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ღამე აქტივისტებთან ერთად გაათენა. მისი თქმით, პროტესტის მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება და ხელისუფლებას აუცუილებლად მოუწევს დათმობა.
"ასეთი პოლარიზებული მე არ მახსოვს ერი 90-იანი წლებიდან, გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები, რომელიც თუ იქნება ამ ქვეყანაში, იქნება მშვიდობაც", - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც დღეს დაგეგმილ ავტოაქციასაც შეუერთდება.
შეგახსენებთ, რუსთაველზე გაშლილ კარვებში აქტივისტები და პოლიტიკოსები ათევენ ღამეს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციამ აქციების ფორმატი შეცვალა და შენობების ბლოკირებაზე უარი თქვა, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს საბაბი, პროვოკაციის მოწყობა დააბრალოს ოპოზიციას.
გადადებული და შეცვლილი აქციები იხილეთ აქ: