ოპოზიცია დათმობაზე მიდის - გადადებული და ფორმაშეცვლილი აქციები

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის კიდევ ერთი შემხვედრი ნაბიჯი ხელისუფლებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად და მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად "ქართული ოცნების" ოპონენტები საპროტესტო აქციების ტემპერატურას ამცირებენ.

პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ქუჩაში რჩებიან, თუმცა პიკეტირებაზე დროებით უარს ამბობენ. ქუჩის პროტესტის მომავალი ამჯერად მთლიანად "ქართულ ოცნებასა" და მოლაპარაკებების პროცესზეა დამოკიდებული.

გადაწყვეტილების მიღების თარიღად კი ბუნებრივად სახელდება საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დღე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ქართულ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

ნინო გაზდელიანის რეპორტაჟი: "ოპოზიციის გეგმები"

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი