
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს, თბილისის მერიის ინიციატივას, დედაქალაქში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნე ბიზნესის სუბსიდირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პროგრამა უკვე ამოქმედდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"შემუშავდა კრიტერიუმები, რომლთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნე ბიზნესისთვის. ფინანმსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირიების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე: