პიარული დანიშნულებით გაკეთებული განცხადება - ასე აფასებს "ლელოს" ერთერთი ლიდერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ღარიბაშვილის განცხადებას.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი ჩაშალა და ახლ;ა ახალ კონტრაქტზე საუბარი სიცრუეა
"დღევანდელი განცხადება ღარიბაშვილის, რა თქმა უნდა არ შეეფერება სინამდვილეს იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც მოხდა უკვე ინვესტორების მიერ 75 მილიონი დოლარის მიერ ინვესტირების ექსპოპრეაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი, როდესაც მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ახლა ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ დავა ჟენევაში - ერთ მხარეს კონსორციუმის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, მეორე მხარეს არის საქართველოს მთავრობა.
რა თქმა უნდა ამ პირობებში ინვესტორის მოსვლა ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის ეს შეუძლებელია. სამწუხაროდ ეს საქართველოს მთავრობის მეირ გადადგმულმა ნაბიჯებმა შექმნა ასეთი ვითარება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარული დანიშნულებით გაკეთებული განცხადება. თითქოს უპრეცედენტო მხარდაჭერას ჰქონდა ადგილი ანაკლიის კონსორციუმის მიმართ, სინამდვილეში ჰქონდა უპრეცედენტო დევნას ადგილი", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ანკალიის პროექტს ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები - ამტკიცებს ღარიბაშვილი, რომელმაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დააანონსა.