
სალომე სამადაშვილის განცხადება ონლაინკონფერენციაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დღეს მისთვის სასურველი ინტერპრეტაციით თარგმნა, ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხებოდა ბოიკოტთან დაკავშირებით.
სამადაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ის სკეპტიკურად უყურებდა ამ ნაბიჯს, თუმცა "ოცნების" ნაბიჯებმა დაარწმუნა, რომ პარლამენტში არშესვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო:
სიმართლე გითხრა, თავდაპირველად მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ბოიკოტის მიმართ, თუმცა არა იმიტომ, რომ გაყალბების არ მჯეროდა, უბრალოდ ვთვლიდი, რომ ეს ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნებოდა, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა, როდესაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს, რათა შემდეგ დაეპატიმრებინათ, ყველა დაარწმუნა, რომ ბოიკოტი სწორი გადაწყვეტილება იყო." თქვა სალომე სამადაშვილმა "ატლანტიკური საბჭოს" ონლაინკოფერენციაზე.
მისივე თქმით, თუ არ მოხდება საარჩევნო სისტემის რეფორმა და შარლ მიშელის დატოვებულ პუნქტებზბე შეთანხმება, ოპოზიციას ყველა დანარჩენი არჩევნების ბოიკოტირებაც მოუწევს.
ჩვენმა პარტნიორებმა და ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან თქვეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე და ამით სალომე სამადაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.