ჩვენმა პარტნიორებმა და ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან თქვეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ატლანტიკური საბჭოს" ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო.

 თალაკვაძემ განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა:

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში და სხვათაშორის, გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, ბატონი გიროგი ხელაშვილი მონაწილეობდა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს და მათ შორის ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი - ეს იყო შეცდომა. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა, ეს არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ოლიან კონფერენციაზე - "კრიზისი საქართველოში" საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს:

რედაქტირება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი