ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დასვამენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის გათავისუფლების საკითხს.

"ჩვენ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა მოქალაქის გათავისუფლების საკითხი. აღნიშნული სკითხი გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში. სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშრისო ფრუმებზე. გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა. როდესაც ვსაუბრობთ, საოკუპაციო ზახის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინცინდენტზე, რა თქმა უნდა, უკანონო წვრთებიც ამ ჩამონათვალში შედის", - განაცხადა, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ იმ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რაც პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გაუჩნდათ. ასევე, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავს. ოთხივე მათგანს საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ედება ბრალად. გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, რამაზ ბეღელურს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზაზა გახელაძეს ცხინავლის ე.წ სასამართლომ 12 წელი და 6 თვე შეუფარდა.

ცნობისთვის, დღეს, ერგნეთში შეხვედრა ხუთთვიანი პაუზის შემდეგიმართება. წინა შეხვედრა 20 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ის დე ფაქტო ცხინვალის მიზეზით გადაიდო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი