ეს იქნება ჩვეულებრივი მასკარადი - ბოტკოველი გომელაურის მოსმენაზე

გამოქვეყნდა:

"უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს, რა თქმა უნდა, ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი", - ასე აფასებს , "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი გომელაურის "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში მოსმენას.

როგორც ბოტკოველი ამბობს, დღევანდელი მოსმენა "მასკარადი" იქნება.

"დღეს, უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს, რა თქმა უნდა, ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი. ეს იქნება ჩვეულებრივი მასკარადი. რა კითხვა უნდა დაუსვან უმრავლესობის წარმომადგენლებმა შს მინისტრს? ეს ყოვლად გაუგებარი რაღაცაა. რაც შეეხება ჩვენს კთხვებს, პირველი კითხვა არის, რა თქმა უნდა, ის რაც ჩაიდაინა შსს-მ და ამ შემთხვევაში გომელაურმა. ვისი დავალებით ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. იყო კი ამხელა ღონისძიების ჩატარება საჭირო?", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

როგორც პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, ერპარტიული პარლამენტის პირობებში საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და ჯანსაღი დებატების ჩატარება შეუძლებელია.

ამ წუთებში საქართველოს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ. იხილეთ ასევე: 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი