ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის პარალელურად, აფეთექებების და სროლის ხმა ისმის. ძარწემის პოლიგონზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთენბი მიმდინარეობს, ისვრიან როგორც საარტილერიო დანადგარებიდან, ასევე, ჯავშანტექნიკიდან.
"ბოლო დღეებია მუდიმავ მიდის სწავლებები, რას უნდა მიშნავდეს ეს ვერ გეტყვით. კარგია,რ ომ შეხვედრები იმართება, მაგრამ ამ შეხვედრებზე უნდა დაისვას ის საკითხი, თუ რას მოასწავებს ეს სწავლებები და რისი იმედი ან შიში უნდა ჰქონდეს ადამიანს", - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავს. ოთხივე მათგანს საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ედება ბრალად. გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, რამაზ ბეღელურს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზაზა გახელაძეს ცხინავლის ე.წ სასამართლომ 12 წელი და 6 თვე შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ერგნეთში შეხვედრა ხუთთვიანი პაუზის შემდეგ იმართება. წინა შეხვედრა 20 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ის დე ფაქტო ცხინვალის მიზეზით გადაიდო.