
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფარგლებში მიმართა და უთხრა, რომ ხშირად თავი მის ადგილას დაუყენებია და უთქვამს, რომ საქმის შესრულებას ასე ადამიანურად, მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შეძლებდა.
"ბატონო ვახტანგ, მინდა საჯაროდ ამ შემთხვევით ვისარგებლო და როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის. ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენს ადგილას და მითქვამს, რომ მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად და ამ მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი", - თქვა თეა წულიკიანმა.
ასევე წულუკიანმა აღნიშნა, რომ მას გომელაურთან ერთადაც ბევრი უმუშავია და კარგად იცნობს მას და იცის, რომ ის ძალღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ პოლიცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. წულუკიანს გომელაურთან კითხვა არ ჰქონია.