სად იყო მერი, მასწავლებელი... ერთი უწყების თემა არაა - წულუკიანი 14 წლის გოგოს სუიციდზე

გამოქვეყნდა:

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქუბულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთი უწყების, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პასუხისმგებლობა არ იყო. მან დასვა კითხვა, თუ სად იყო მერი, მერის წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი და სკოლა.

"როდესაც მასწავლებელს კლასში დაუდის ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს, და როდესაც მონისტრი მოვა ვკითხავ, რა გააკეთა მასწავლებელმა, რას აკეთებდა სოცმუშაკი, ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, თქვენ გაქვთ თქვენი კომპენტენციები, მე ამას არ ვუყარუოფ და პასუხებიც გენებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რა გააკეთეთ, რა გააკეთეთ, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა. [...] და მერი, სად იყო მერი, სად იყო მერის წარმომადგენელი, არ იცოდა ოჯახში რა ცოდვის განკითხვა ტრიალებდა?! ეს არ არის უწყებათაშორისი საკითხი", - თქვა წულუკიანმა. 

მან ვახტანგ გომელუარს შესთავაზა სხვა უწყებებთან აიღოს ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე ის გააუპატიურეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი