არასწორი, მისთვისვე საზიანო გადაწყვეტილება იყო - წულუკიანი გახარიას გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის შეფასებით, პრემიერმინისტრობის პოსტიდან გახარიას გადადგომა არასწორი გადაწყვეტილება იყო და პირადად მისთვის საზიანო.

"მაშინ როდესაც მე ვავადმყოფობდი, ბატონი გიროგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად, გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო", - თქვა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ გორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი წასვლის შემდეგ "ქართულ ოცნებას" აქტიურად ტოვებენ "გახარიას კადრები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი