ცაგრეში მოსახლეობასა და მინისტრებს შორის ნამახვანჰესის მშენებლობაზე გამართული შეხვედრა დასრულდა. აუდიენცია თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ადგილობრივებმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და გარემოს დაცვის მინისტრ, ლევან დავითაშვილს საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვევს.
მინისტრთა პასუხების მოსმენის შემდეგ ადგილობრივებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ სიღრმისეულ კითხვებზე მათ ზედაპირული პასუხები მიიღეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რიონის ხეობაში გიგანტური ჰესი არ აშენდება.
"თავად ივანიშვილმა და იმ გუნდმა დადეს პირობა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოში შეჩერდებოდა. მაგრამ როგორც თქვენი წინამორბედი, ისევე, თქვენ ქალბატონო მინისტრო, ყვირიხართ, რომ უნდა აშენდეს, ნენსკრაჰესი, ხუდონი. გინდათ საქართველო აქციოთ ერთ დიდ ჰესად?! მოვა დრო და გაგასამართლებენ ისე როგორც სამშობლოს მოღალატეებს", - თქვა ადგილობრივმა, ერმილე ნემსაძემ.
კრიტიკის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მინისტრებმა რიტორიკა შემასუბუქეს და აღნიშნეს, რომ შეიძლება თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს.
"შეიძლება მოხდეს კორექტირება, ეს არის და თუკი იქნება დამყარებული მართლაც რეალურ პრობლემებზე და არა დაუშვად იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ზოგოერთი არასამთავრობო ავრცელებს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება, ამიტომ ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა შეხვედრისთვის", - თქვა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადილობრივები უკვე 132-ე დღეა ჰესის წინააღმდეგ აქციას მართავენ.