
ერგნეთის შეხვედრასთან დაკავშირებით სუს-ის ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, რიგით 98-ე შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლების საკითხი.
"შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
აქცენტი ასევე, გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაზე, დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე." - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმმა ოფიციალურ თბილისს დღეს ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს გაუქმებაც მოსთხოვა.
მორიგი შემთხვევა 23 აპრილს ჩაინიშნა.