2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დარღვევებით ჩატარდა - ეუთოს ანგარიში

გამოქვეყნდა:

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები და ბუნდოვანებაა, რამაც, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიწვია საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მიერ კანონის შეუსაბამო გამოყენება.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის წარმომადგენლობა დომინირებდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების აღქმაზე საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ.

მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ საარჩევნო ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების აღქმაზე საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ. პარტიის კოორდინატორებისა და აქტივისტების არსებობა, რომლებიც ხშირად მოქმედებდნენ, როგორც მმართველი პარტიის მოვალეობების შემსრულებლები, უმეტეს უბნებზე, დამაშინებლად მიიჩნეოდა. ისინი ზოგჯერ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში ან აქტიურად განსაზღვრავდნენ ვინ უნდა შესულიყო კენჭისყრის შენობაში ,-ნათქვამია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ირღვეოდა ეუთო-ს ვალდებულებები და საერთაშორისო პრაქტიკა, რადგან მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი