საიდუმლო რეორგანიზაცია ცესკოში, გაყალბებული არჩევნების შემდეგ თამარ ჟვანიამ მის ადმინისტრაციაში შტატები გაზარდა. თუმცა ახალი საშტატო ნუსხა და ორგანიზაციული სტრუქტურა ისე დაადგინა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავის გააგებინა.
რეორგანიზაცია ისეა ჩაფიქრებული, რომ ის რგოლები გაძლიერდეს, რომლებმაც ერთხელ უკვე გამოიჩინეს თავი გაყალბებაში - ასე მიიჩნევს ოპოზიცია. ოპოზიციაში იმასაც ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თამარ ჟვანიას ხელისუფლებისთვის მოსაწონი შედეგის დადება მოუწევს და, აქედან გამომდინარე, უკვე ემზადება.