
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მმართველ პარტიას ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული და კონსტრუქციული წინადადება არ მოუსმენია.
ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული ან პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ: მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს, აქვე მოგცემთ ინფორმაციას და საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას, რომ გაიმართება "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა. ჩვენ ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების, მედიატორების, მათ შორის, რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით, - ამბობს მდინარაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი კი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს საფუძველი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ამის სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს და ამას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახე. "არჩევნების პლებისციტით ჩანაცვლება გარკვეული იურიდიული ნონსენსია", - ამბობს ვოლსკი.
ამავე თემაზე: